საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
სხდომას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ესწრება.

მანამდე ამავე ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.