საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მეგობრობის გამზირზე (+ფოტო)

მცირე ინცინდენტი მოხდა მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერსედესის მარკის ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის კონფლიკტი წარმოიშვა, შელაპარაკებისას მგზავრი, 60 წლამდე ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მგზავრმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მერსედესის მარკის ავტობუსი ცემენტის ქარხნის თანამშრომლებს ემსახურება. კონფლიქტის დროს ავტობუსში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.