სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე.

„2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. სახლში არავინ იმყოფებოდა, არც სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო პაციენტი. ექიმების ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა. წინასწარი მოკვლევით, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს“, – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.