საქართველოში საარსებო მინიმუუმი გაიზარდა . 2019 წლის მაისში, საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 190.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 185 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 12.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მაისში ეს მონაცემი 177.8 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, აპრილთან შედარებით, მაისში 4.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 168.4 ლარი შეადგინა, 8.5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 318.9 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 20.7 ლარით არის გაზრდილი.