საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

გუშინ, გვიან ღამით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.

მეხის ჩამოვარდნის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

კომისია სწავლობს სახლში არსებულ მდგომარეობას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.