სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი გარდაიცვალა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, სოფელ კაჭრეთში მოხდა.

33 წლის მამაკაცი ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.