ტყიბულში , ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.