შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი მოწოდებით, გააზრებით თუ გაუაზრებლად შეძლო და პროვოკაცია მოაწყო, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს ისეთ დონეზე დააპირისპირა, რომ ამან შტურმის სახე მიიღო.
მინისტრის შეფასებით, გუშინ პოლიცია თავდაცვით მდგომარეობაში იყო და იცავდა საკუთარ თავს.









