ქვემო ქართლში სამ ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ქვემო ქართლში სამ ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში ჩატარებული გეგმიური ინსპექტირებისას 150- მდე კვების ობიექტი შემოწმდა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად ჰიგიენურ სანიტარული ნორმების დაღვევისთვის 16-ობიექტი დაჯარიმდა. სამი ბიზნეს ოპერატორი კი კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პრპცესი შეურჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე მოსახლეობას მოუწოდებს საკვები პროდუქტების შეძენისას შენახვის პირობებს გაეცნონ.