ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით-გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

“ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრატეგია. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით,“ – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ გადადგება.