რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ბოლნისსა და დმანისში კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნო.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითრების სამინისტროს წარმომადგენლობაც ესწრებოდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სოფელ ნახიდურში, ჭაპალასა და ქალაქ ბოლნისში რწმუნებულის მხრიდან დადებითად შეფასდა.
მონიტორინგის ფარგლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება ასევე #4 სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაბა კაზრეთში ლიფტების განახლებული შახტები მოინახულეს.