შსს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე დღეებში დაგეგმილი აქციებთა დაკავსირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ – პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, სამართალდამცავი უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.