უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
გავრცელებული ინფორმაციით ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა: სოფლებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართები და დამხმარე ნაგებობები.
ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი. ხარაგაულის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები, იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.









