სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა

ქალაქ წნორში სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახერხეს, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.