თბილისი – რუსთავის მიმართულებით სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და კომპანია “ინტერტრანსის” დირექტორს შორის კამათი მოჰყვა. სამხარაულის დასკვნის მიხედვით , რამდენიმე სამარშუტო ხაზით მგზავრობა ხარჯების გათვალისწინებით 1. 80 შეადგენს .

აქტივისტები ამბობენ რომ იმ პირობებში როდესაც კომპანია “ინტერტრანსი” ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, არ არის შესაბამისი მომსახურება , ვერ ახერხებს მგზავრების გადაყვანას, მსჯელობა ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია.