ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის წინ აქციაზე დაშავებულები მოინახულა

ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, 20 ივნისს დაშავებულები მოინახულა- აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.