9 ივნისს პოლიციაში შევიდა ინფორმაცია 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანი გოგონას საქმეზე, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია.
არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, გოგონა მეოთხე დღეა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
14 წლის გოგონა მოწამლულია, თუცა რა ნივთიერებით არის მოწამლული უცნობია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.