20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს-ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა „მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს“ ეკისრება. ბახტაძემ ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.

„პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებმაც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს არის სრულიად მიუღებელი. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი ამ აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.” – განაცხადა ბახტაძემ.