20 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა.
დაზარალებულს ჩაუტარდა ოპრეაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.