რუსთავის საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სპორტული მოედნების მშენებლობები მიმდინარეობს. ასევე ხშირად ხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, 21-ე მიკრორაიონში უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი სპორტული მოედანი მოეწყობა.