ბათუმში, 22 სართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ლიფტი ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ლიფტში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა.
ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშემებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვებას გულისხმობს.