29 ივნისის წყალმომარაგების შეზღუდვა

კომპანია “რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს:

“29 ივნისი
ქ.რუსთავი, სუმგ. მეტალურგების 2-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 29 ივნისს 10:15 -დან 16:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: სუმგ. მეტალურგების N 1,2,3,4,5,6,8,10.

ასევე, ქ. რუსთავი, გიორგაძის ქუჩაზე ტექნიკური სამუშაოების მიზნით, 11:00-დან 21:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: გიორგაძის,გრანელის,ბარნოვის,ჩეხოვის და ჩაპაევის ქუჩას.”-ნათქვამია განცხადებაში.