7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს .

უწყების ცნობით , რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.