რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის 5-დან 7 ათასამდე ტურისტი იმყოფება, შეგახსენებთ რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,333,500 შეადგინა.
2019 წლის I კვარტალში საქართველოსი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს აზერბაიჯანი 292,902 ვიზიტით, მას მოსდევს რუსეთი 254,077, სომხეთი 232,192 და თურქეთი 201,192 ვიზიტით.
მთავარი ყველა საქართველო 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.









