BBC მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსული ტელევიზიის Russia 1-ის წამყვანი ოლგა სკაბეევაა – “სახელმწიფო გაფრთხილებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ”. BBC-მ საქართველოში მიმდინარე მოვლენესა და რუსეთის გადაწყვეტილებაზე სტატია გამოაქვეყნა -“რუსეთის ცნობით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის, საქართველოში მყოფი რუსები კი საპირისპიროს ფიქრობენ”. BBC Russia 1-ის წამყვანის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა რომ წამყვანი ,,უფრო შორს წავიდა” და თქვა რომ საქართველოში რუსებს კლავენ .
BBC წერს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არის და რუსებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ, განსხვავებული შეხედულებები აქვთ- “ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას და საკუთარი შეხედულებები გვაქვს”, — უთხრა რუსმა ტურისტმა BBC-ის.
BBC ასევე წერს ფეისბუქში დაწყებულ კამპანიაზე #spendyoursummeringeorgia. #SpendYourSummerInGeorgia ახალგაზრდების მიერ დაწყებული კამპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა რუსეთის ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ. რუსეთის ეკონომიკურ სანქციებთან.