Georgian Airways რუსეთის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში დაფრინავს

თბილისში მომხადი მოვლენებთან დაკავსრებით,რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თუმცა ამ დრომდე როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ ფრენები ჩვეულ რეჯიმში მიმდინარეობს- ” ჩვენ ჩვეული გრაფიკით დავფრინავთ და არც ბილეთების გაყიდვაზე დაგვიწესებია შეზღუდვა. ჯერ მომხდარი ცვლილებები ჩვენზე არ მოქმედებს“ – აცხადებენ Georgian Airways-ში.
საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.