რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
შეგახსენებთ, 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას მსუბუქი და მძიმე დაზიანებები 240-მა პირმა მიიღო, მათ შორის, 80 სამართალდამცველია. ნაწილი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა.









