აქციას „ რუსეთი ოკუპანტია“ რუსი ტურისტი შეუერთდა

აქციას „რუსეთი ოკუპანტია“ თელავში რუსი ტურისტი შეუერთდა.

რუსმა მამაკაცმა აქციის მიზეზი იკითხა, რის შემდეგაც ის აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

ტურისტის განცხადებით, მას საქართველო ძალიან უყვარს და იზიარებს აქციის მონაწილეების აზრს.
მამაკაცის თქმით, მისი საქციელის შემდეგ, საზღვარზე გადასვლისას შესაძლოა პრობლემა შეექმნას.