სოფელ ნაზარლოში მცხოვრები 33 წლის ფეხმძიმე ქალი, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
გარდაცვლილი ქალი სოფელ ნაზარლოში გადაასვენეს. ოჯახის წევრების თქმით სამართალდამცავ ორგანოებს ისინი ჯერ არ გამოუკითხავთ.