ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა „ნაცებმა“ არეულობისთვის და ყველა, ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს. არანაირი არეულობა არ მოხდება ამ ქვეყნაში. კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას.“ – განაცხადა სუბარმა.









