კახა კალაძე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

პარლამენტის შენობაში საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, „ქართული ოცნების“ სხვა წევრები და უმრავლესობის დეპუტატები არიან შეკრებილი.
სავარაუდოდ, ისინი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირს ატარებენ.

მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამ, მისი თქმით, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

კომენტარი გააკეთა ასევე კახა კალაძემ. კალაძე აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანმამონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის საშუალებას“, – განაცხადა კალაძემ.