პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. თალაკვაძე 94 ხმით ერთხმად აირჩიეს.
არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კენჭისყრა ფარული იყო.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ჰიმნის დასრულების შემდგომ თალაკვაძემ თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და პარლამენტის სხდომას უძღვება.









