პარლამენტის პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო.
ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ინიციატივას მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მოთხოვნა ადგილიდან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
პლენარული სხდომა ამ დროისთვის შეწყვეტილია.