როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნილი სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში 18-19 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი.

“18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.”-ნათქვამია განცხადებაში.