რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს, ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. დოკუმენტს, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს.ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკა კი ხალხთაშორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.
„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა”, – წერია პეტიციაში.