რუსთაველი მხატვრები გალიებს მიღმა. ხუთი მხატვარი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და რუსთავის ყოფილი ზოოპარკის გალიებში 168 საათის განმავლობაში გეგმავენ როგორც მოღვაწეობას ასევე ცხოვრებას. სიმბოლურად პროექტის სახელიც 168-ა.
რუსთავის მხატვართა გაერთიანება ,,გამას“ თავმჯდომარე პროექტის მიზანზე საუბრობს, ამ პროექტით ისინი ახალგაზრდა მხატვრებს მიანიშნებენ, რომ ხელოვნებას არ აქვს ჩარჩოები. დღეს მხატვრების გალიებში მოღვაწეობის და ცხოვრების მეორე დღეა.
მხატვრები 168 საათის შემდეგ, გალიებში შექმნილ ნამუშევრებს იქვე დატოვებენ, ასე რომ მნახველებს გალიებს მიღმა შექმნილი ნახატების დათვალიერებაც შეეძლებათ.