რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალეს

დღევანდელი საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის ორგანიზატორების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალეს , აქციის სამმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო .

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები, დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით.