რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გახარიას სამ საათს აძლევენ, რომ გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია აქციის მონაწილეების მიერ.