რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. მათ პოლიციის კორდონი ერთხელ გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ მათი შეკავება შეძლო.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალებია მობილიზებული.