რუსთავის ბაღებში 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაცია გრძელდება

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში აღსაზრდელების რეგისტრაციას აგრძელებს.  
რეგისტრაციის პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, შემცირებულია მომლოდინეთა რაოდენობაც. 

გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პირველ დღეს ბაღებში   600- მდე ადგილი შეივსო. ამ დროისთვის კი 400-მდე  ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, აღსაზრდელების გადანაწილება მშობლებისთვის სასურველ ფილიალებში მოხდა. 
გამონაკლისია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღები,  სადაც ადგილების სიმცირის გამო ყველა აღსაზრდელი სასურველ ადგილას ვერ ჩაირიცხა.