საქართველოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები იგეგმება გაიმართება ქალაქ რუსთავშიც
15.00.სთ რუსთავის ისტორიული მუზეუმში ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა
17.00.სთ-კულტურის და დასვენების პარკი ამფითეატრის მიმდინარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი ღონისძიებები გაიმართება
1: 30 ბაგა-ბაღების გაერთიანება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლაში გაცილების ცერემონით აღნიშნავს
18.00.სთ– კულტურისა და დასვენების პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო სპექტაკლის ჩვენება ჩატარდება
18.30.- ილუზიონისტების შოუ
18.30. ღონისძიებები ამფითეატრში საბავშვო კონცერტით დასრუდება .
აღსანიშნავია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პირველი ივნისთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესვლა უფასო იქნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა. ეს დღე 1950 წლიდან პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.









