რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის “ინდიგოს” ინიციატივით საინფორმაციო აქცია გაიმართა.
კლუბის წევრებმა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
ბუკლეტებში წარმოდგენილი იყო ქალაქის დაარსების ისტორია და რუსთავის უძველესი ქუჩების სახელდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია.
სამოქალაქო კლუბის წევრები საინფორმაციო აქციებს მომავალშიც გეგმავენ.