რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში სამოყვარულო თევზჭერის ფესტივალი იმართება . ღონისძიება სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს. ორგანიზატორების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაში ფესტივალისთვის ახალი თევზები გაუშვეს. აღნიშნული აქტივობა თევზჭერის მოყვარულების მოზიდვას და პარკის პოპულარიზაციიას ემსახურება . ფესტივალში გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან და მათ სათევზაო ინვენტარი, მედლები და სიგელები გადაეცემათ.












