სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ადიდებული მდინარე ნენსკრას კალაპოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს.

მათივე ცნობით, კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი, ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.