ტვ4-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (+ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე, კომპანია ,,ინტერტრანსის” კუთვნილი სამგზავრო მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მიკროავტობუსი რუსთავი-თბილისის რეისს ასრულებდა. როგორც ტვ4-ს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, კომპანია გამოძიების შედეგებს ელოდება და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას აუნაზღაურდებათ თუ არა ზიანი დაზარალებულებს.

აღსანიშნავია რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, “ინტერტრანსის” წარმომადგენელი ნუგზარ ჭოჭუა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენს გადამღებ ჯგუფს , სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ადგილზე, ვითარება საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განმუხტა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამმართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. ავტოსაგზაო შემთხევის გამო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.