ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლები საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ამირან პაპინაშვილმა და ბელგიელმა იორე ფერსტრატენმა მოიპოვეს.
ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქში 30 ივნისს დასრულდება,თუმცა ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 3 მედალია. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ქართველმა სამბისტმა ბესარიონ ბერულავამ მოიპოვა.