ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატებთან განიხილა.
ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, “ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია”.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.