ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გადადგა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს.

სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. მისივე თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

პრემიერი მინისტრთა კაბინეტში ცვლილების შესახებ გააკეთებს განცხადებას.