ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, 17 მოქალაქე დაშავდა. მათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ყველა დაშავებული თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან, დაშავებულია 38 სამართალდამცველი. არსებული ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.









