ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური იცვლება.
ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასები გათანაბრდება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება.
პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი,რის გამოც თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დადგინდება. პირველი ეტაპი იქნება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდა, მასზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი 40 ლარი. მეორე ეტაპზე ანუ რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) ერთჯერადად დაშვების ფასი კი 90 ლარი იქნება.